ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა - ოპტიმისტურად მინდა შევაფასო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა და სამომავლო პროგნოზები

საქართველოში ჩვენ გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი ამოცანა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან არსებული საინვესტიციო გარემო შეაფასა და განმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადი განვითარების რეჟიმშია და მდგრადია გამოწვევების მიმართაც.

„საქართველო ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ აჩვენებს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან მიმართებით. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა 5 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. რაც შეეხება კონკრეტული კვარტლის მონაცემებს, ეს არ არის რეპრეზენტატიული იმიტომ, რომ უფრო ღრმა ანალიზია საჭირო. როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე ვსაუბრობთ, აქ საუბარია მაგალითად, კაპიტალზე, რომელიც იზრდება ან ერთჯერადი ტრანზაქციები, შესაბამისად, წლიურ ჭრილში რომ შევაფასოთ, უფრო მეტ ანალიზს გავაკეთებთ. მერწმუნეთ, საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი სხვადასხვა პარამეტრით. საქართველოში ჩვენ გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი ამოცანა. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი მაკროეკონომიკური პარამეტრები. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დაბალი ინფლაცია. ასე, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში და მდგრადია გამოწვევების მიმართ. ვფიქრობ, ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. ამიტომ, ოპტიმისტურად მინდა შევაფასო დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა და სამომავლო პროგნოზები",-განაცხადა დავითაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის