„სემეკმა“ ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, ანგარიშების გამოქვეყნების მიზანია, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირების ყოველთვიური შედეგებისა და მაჩვენებლების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა.

„კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების, ელექტროენერგიის საბითუმო, ტრანსსასაზღვრო, საცალო ბაზრების მიმდინარე ტენდენციებისა და მაჩვენებლების შესახებ.

ამ ეტაპზე, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშები მოიცავს მიმდინარე წლის 4 თვეს. „სემეკი“ გეგმავს ანგარიშების ყოველთვიურად გამოქვეყნებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშები მოცემულია შემდეგ ბმულზე: ელექტროენერგიის ბაზრის ანგარიშები

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება