ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელებისთვის უკვე მიღწევაა, რომ ომისა და რუსული ტერორის მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებში ვმონაწილეობთ

უკრაინელებისთვის უკვე მიღწევაა, რომ ომისა და რუსული ტერორის მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებში ვმონაწილეობთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინელებისთვის უკვე მიღწევაა, რომ ომისა და სრულმასშტაბიანი რუსული ტერორის მიუხედავად, ჩვენ მოვემზადეთ და თამაშებში ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინამ პარიზში, ოლიმპიური თამაშებისთვის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მცირე რაოდენობის, 140 უკრაინელი სპორტსმენისგან შემდგარი გუნდი გაგზავნა.

შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიური თამაშები ხვალ, 26 ივლისს გაიხსნება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება