თბილისში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

„ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თბილისში, დიდუბეში თავს დაესხნენ. აღნიშნულის შესახებ კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც „ტვ მონიტორინგი“ სოციალურ ქსელში წერს, გადამღებ ჯგუფს თავს გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული მდგომარეობის გაშუქების გამო დაესხნენ.

მათივე ცნობით, ოპერატორ ბექა პირველს, დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული და ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გაშუქების გამო ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძღოლებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, ფიზიკურად იძალადეს. ბექა პირველს, დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთიკო სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი. მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით 154-ე მუხლი ისჯება“,- ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ „ტვ მონიტორინგის“ გადამღები ჯგუფი, გამოკითხვაზეა დაბარებული.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა