რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსული დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე იპოვეს - მკაცრად ვგმობთ ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს

­

რუსული დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუმინიცა ოდობესკუ ავრცელებს.

„რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საშინელი თავდასხმები განახორციელა. ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე იპოვეს“, - განაცხადა ლუმინიცა ოდობესკუმ.

ოდობესკუმ აღნიშნა, რომ ინციდენტის შესახებ რუმინეთმა მოკავშირეებს უკვე აცნობა.

„რუმინეთი ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს მკაცრად გმობს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსებმა დუნაის სანაპიროზე იზმაილის პორტს დაარტყეს. რუმინეთმა დუნაის მოპირდაპირე მხარეს, სოფელ პლაურუს ტერიტორიაზე სპეციალისტები გაგზავნა, რათა დაედგინათ ჩამოვარდა თუ არა რუსების მიერ გაშვებული დრონების ნამსხვრევები. ასევე, დღეს უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ სამმა რუსულმა დრონმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა და უკრაინის რადარებიდან გაქრა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს