გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილესთან ფუად მირზოევათან, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან, პირველ მოადგილესთან სამირ ხიალოვთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გარდაბანში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ლესელიძის ქუჩაზე ხელოვნურსაფარიან მინი სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„მოედანი შემოისაზღვრა ბადე-პანელებით, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ისე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

ამავე ქუჩაზე მოეწყო სამი ერთეული საბავშვო სკვერი, პროექტის ფარგლებში ტერიტორია შემოისაზღვრა ღობით, დაიგო დეკორატიული ფილები და დამონტაჟდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სკვერი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მოეწყო.

განახლებული სივრცეები მოსახლეობას კეთილმოწყობილ და სუფთა გარემოში დასვენების საშუალებას მისცემს.

პროექტების ჯამური ღირებულება 200 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება