თბილისი საერთაშორისო კონფერენციას - "ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის" მასპინძლობს

თბილისი საერთაშორისო კონფერენციას - "ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის" მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მისი მიზანია, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროებში, დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და არსებული მომსახურებების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში საქართველო, ერთი მხრივ, პარტნიორ ქვეყნებს გამოცდილებას უზიარებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში დანერგილი ინოვაციური მიდგომებისა და ისეთი სერვისების შესახებ, როგორიცაა: ქართული ინოვაცია „PROBBOX", „ციფრული უნივერსიტეტი", დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებლებისათვის და სხვა; მეორე მხრივ კი, ქართული მხარე ეცნობა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას, რაც საზოგადოების უსაფრთხოებას ემსახურება.

„კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; შინაგან საქმეთა; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეებმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრობაციის სისტემის შესახებ მომზადებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა ევროპული კონფედერაციის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ „პრობაციის სისტემა და მისი საქმიანობა საქართველოში მძლავრადაა განვითარებული და ეს პროცესი ბოლო წლებში დაჩქარდა".

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით; იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პრობაციის სისტემები ევროპულ ქვეყნებში და მათი შესაძლებლობების განვითარება; სახელმწიფო ინსტიტუციების, საზოგადოების, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობა დანაშაულის პრევენციის პროცესში; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობები.

კონფერენციაში რუმინეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ნიდერლანდებისა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროსა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ.

საერთაშორისო კონფერენცია მუშაობას თბილისის დეკლარაციის მიღებით დაასრულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება