იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაზე რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტები დეტალურად განიხილეს.

„8 მუნიციპალიტეტმა შერჩევა-მოწონებაზე 40 586 590 ლარის ღირებულების 114 პროექტი წარადგინა, რომელიც 55 255 ბენეფიციარზეა გათვლილი.

საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა წარმოდგენილ პროექტებს მხარი დაუჭირეს.

დღევანდელ სხდომაზე ზვიად შალამბერიძემ მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის ინიციატივების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან იმერეთში სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად დამატებით 9 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანხა უნდა მოხმარდეს მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილების გათვალისწინებით იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც შეირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერის წარმომადგენლების მეშვეობით, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, მოადგილე ბესიკ გოფოძე, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს