ჯაბა სამუშია სამუშაო ვიზიტით ტეხასის უნივერსიტეტში იმყოფება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, თსუ-ს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ტეხასის უნივერსიტეტს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანი ტეხასის უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტის გაგრძელების შესაძლებლობების განხილვაა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-ის დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან კანცლერი ლაშა საღინაძე და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, სამუშაო ვიზიტით ტეხასის (აშშ) უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის მიზანი ტეხასის უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტის გაგრძელების შესაძლებლობების განხილვაა.

ჯაბა სამუშიამ შეხვედრები გამართა ტეხასის უნივერსიტეტის პროვოსტთან, პროფესორ ინგა მუსელმანთან, ვიცე-პროვოსტთან და სადოქტორო სწავლებათა სკოლის დეკანთან, პროფესორ ხუან გონსალესთან, საერთაშორისო ინიციატივათა მიმართულების ხელმძღვანელთან, დოქტორ ჯენიფერ ჰილტომ მონტერსოთან, მენეჯმენტის სკოლის დეკანთან, პროფესორ ჰასან პირკულთან, ინჟინერიისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან, პროფესორ პორას ბალსარასთან, დალასის კოლეჯის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა მიმართულების იმ აკადემიურ პერსონალთან, რომლებიც ქართველი დოქტორანტების და პოსტ-დოქტორანტურის საფეხურის მკვლევართა მენტორები არიან ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქართველი დოქტორანტების სწავლა-სწავლების, კვლევის, სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებს, აგრეთვე მობილობის პროგრამების მნიშვნელობასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებს. ვიზიტის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გაფართოებაზე, იმ პერსპექტივებზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თსუ-ში დარგის განვითარებას", - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს