კამალა ჰარისი - დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს

დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

„დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ. 10 სექტემბერს წინასწარ შეთანხმებულ დებატებს დავთანხმდი. ის ამას ადრე დათანხმდა. ახლა, როგორც ჩანს, ის უკან იხევს“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებს არ დათანხმდება, სანამ „დემოკრატები“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალურად არ შეთანხმდებიან.

„თაღლითი ჯო ბაიდენისა და „დემოკრატიული პარტიის“ ირგვლივ არსებული პოლიტიკური ქაოსის გათვალისწინებით, საარჩევნო დებატების დეტალები ვერ დაზუსტება, სანამ „დემოკრატები“ თავიანთ კანდიდატურას ოფიციალურად არ შეარჩევენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩენგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს