გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სტიპენდიების მიღება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

„აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით დაწესებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სახელობითი სტიპენდია წელს გადაეცა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2024-2025“ გამარჯვებულს და საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტს, ნიკოლოზ ევგენიძეს.

ნიკოლოზ ევგენიძე სწავლას აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში, საინჟინრო და ოპერაციული კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. მინისტრის სახელობით ყოველთვიურ სტიპენდიას, 300 ევროს ოდენობით, იგი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს.

ღონისძიებაზე სტიპენდიატების წინაშე სიტყვით ასევე წარდგნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, საფრანგეთის, იტალიისა და ჩინეთის ელჩები, ასევე აშშ-ის, უნგრეთისა და სომხეთის საელჩოების წარმომადგენლები.

2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატების მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილეები: ტარიელ გუგავა, გელა გელაძე და თამარ მახარაშვილი.

საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 12 საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. 2024-2025 აკადემიური წლისთვის, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ფარგლებში ჩატარებული კონკურსების შედეგად, ამ დროისთვის, საქართველოს 176 გამარჯვებული მოქალაქე გამოვლინდა. სახელმწიფო სასწავლო გრანტების წლიური ბიუჯეტი 5,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წლიდან სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დაფინანსებით სასტიპენდიო პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ. სახელმწიფო აფინანსებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე ხელს უწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ, შესაბამის კვლევით თუ პროფესიულ ინსტიტუტებში.

2014-2024 წლებში, საზღვარგარეთ სწავლის მიზნით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ საქართველოს 1250-ზე მეტი მოქალაქე დაფინანსდა, ხოლო ბიუჯეტმა 47 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო