მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია CCTV საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის 7 კაციანი ჯგუფი თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში მოგზაურობს.

მათივე ცნობით, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, ტურისტულ ადგილებს, მცხეთას, კახეთში ვენახებს, მარნებს, ქუთაისს, იმერეთის ეკლესია-მონასტრებს, კულტურულ ძეგლებს, წყალტუბოს, მარტვილის კანიონს, სამეგრელოში ადგილობრივ სამზარეულოს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, პალიასტომის ტბას, ბათუმს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს იღებენ.

„CCTV საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ გადაცემას ამზადებს, გადაცემა დაეთმობა საქართველოს საზღვაო და სპა კურორტებს, კულტურას, ბუნებას, ქართულ ღვინოსა და კერძებს.

გადაცემას მილიონობით მაყურებელი იხილავს, როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. CCTV-ის აუდიტორია მთელ მსოფლიოში 1.2 მილიარდს აჭარბებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს