ტერაბანკი თვითდასაქმებულებს მათზე მორგებულ სესხებს სთავაზობს

ტერაბანკი თვითდასაქმებულებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებს სთავაზობს. ამ ეტაპზე პროდუქტებით სარგებლობა ძიძებს, ტაქსის მძღოლებს, სტომატოლოგებს, რეპეტიტორებს, სტილისტებსა და მკერავებს შეუძლიათ.

ამ პროფესიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ნებისმიერი მიზნობრიობით აიღონ სესხი და თანხა საკუთარი პირადი საჭიროებების შესაბამისად ან საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენონ.

“ჩვენი მიზანია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებული პირები რეალურად იღებენ შემოსავალს მათთვის საკრედიტო პროდუქტები ხშირად არ არის ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, ჩვენ თვითდასაქმებულებს სესხებით სარგებლობის შესაძლებლობას მათზე მორგებული პირობებით ვაძლევთ”, - აცხადებენ ტერაბანკში.

მომხმარებლებს სესხების მოთხოვნა შეუძლიათ როგორც ფილიალებში, ისე დისტანციურად, ტერაბანკის ვებგვერდზე www.terabank.ge და ინტერნეტბანკის საშუალებით. პროდუქტით სარგებლობის პირობები სხვა ბანკიდან პორტირების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. ტერაბანკი თვითდასაქმებულებისთვის სიახლეების შეთავაზებას სამომავლოდაც განაგრძობს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს