დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ - ეს ომის მანქანაა, მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი

პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, ეს ომის მანქანაა, თქვენ ომის მანქანას უპირისპირდებით. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, ისინი ომს აწარმოებენ. გაზაფხულის კონტრშეტევა არ მოხდა და მე მას ვუთხარი, რომ ეს ომი უნდა დავასრულოთ. ბევრი რუსი იღუპება, მაგრამ ბევრი უკრაინელიც იღუპება, ეს სრული არეულობაა. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო, ბაიდენს ეს არ უნდა დაეშვა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ომი მისი პრეზიდენტობისას არ მომხდარა და ვლადიმერ პუტინი ამას არასდროს გააკეთებდა.

„ამის ორი მიზეზია. პირველი, ნავთობის ფასები დაბალი იყო, მე დაბალი ფასები შევინარჩუნე და ამისთვის ფული არ ექნებოდა. როგორც კი ესენი მოვიდნენ, ბარელზე ფასი 100 დოლარამდე ავიდა, რაც ორჯერ მეტია ვიდრე უნდა იყოს და უცებ მას უზარმაზარი რაოდენობის თანხა აქვს. ამიტომ, მათ ომი დაიწყეს და ჩემი აზრით, ყველაფერი რაც ბაიდენმა თქვა, იმის საპირისპირო იყო, რაც მას უნდა ეთქვა. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც პუტინი შევიდა [უკრაინაში], არის ის რომ მან ავღანეთი ნახა, თუ როგორ გამოვედით. როცა ეს პუტინმა და სი ძინპინმა ნახა, ძლიერმა მამაკაცებმა, ძლიერმა ხალხმა, მათ თქვეს, რომ ეს მათი დროა. ამიტომაც შევიდა უკრაინაში. მან თქვა, რომ ეს ხალხი არაკომპეტენტურია“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს