გორის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ

გორის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ.

გორის მერიის ინფორმაციით, მოზარდები დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საკრებულოს წევრმა გიგა გელაშვილმა გააცილეს.

ბაკურიანში კონკურსის წესით შერჩეული 150 - მდე ახალგაზრდა სამ ეტაპად გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 სრული დღე დარჩებიან.

„პროექტის მიზანია თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.

ბანაკში ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, ადგილობრივი თვითმმართველობის, პროექტების წერის, ციფრული უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური მიმართულებებით.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბანაკი გორელ ახალგაზრდებს უკვე მესამე წელია მასპინძლობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება