სასამართლოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული შეყვარებულის, ოთარ ცინდელიანის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული შეყვარებულის, ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება. პროკურატურას დასაკითხ მოწმეთა სიაში ჰყავს ბრალდებული ოთარ ცინდელიანი, თუმცა უცნობია, მისცემს თუ არა ის სასამართლოში ჩვენებას.

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ბრალდების მხარეს ცინდელიანთან ბევრი შეკითხვა აქვს. დღევანდელ სხდომაზე ასევე, ბრალდებულსა და მოკლულს შორის არსებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გამოიკვლევენ.

ბრალდების მხარეს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის და მკაცრი სასჯელის მოლოდინი აქვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ ალტერნატიული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა აქვთ დანიშნული.

როგორც პროკურორი განმარტავს, დაცვის მხარეს მტკიცებულების წარმოდგენის წესი დარღვეული აქვს, შესაბამისად, აღნიშნულ ექსპერტიზის საქმეზე დართვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება