ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულმა ოთარ ცინდელიანმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული შეყვარებულის, ოთარ ცინდელიანის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებული 2021 წელს ესპანეთში ძარცვის ბრალდებით იყო დაკავებული.

აღნიშნულის შესახებ ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან ესპანეთის სახელმწიფოსგან ოთარ ცინდელიანის შესახებ გამოთხოვილი საქმის მასალების დამატებითი მტკიცებულების სახით საქმეზე დართვა მოითხოვა.

როგორც პროკურორმა განმარტა, მათ ესპანეთის კომპეტენტური ორგანოებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვეს.

სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, აღნიშნული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ ოთარ ცინდელიანი ესპანეთში, 2021 წელს ძარცვის ბრალდებით დააკავეს და მისი დეპორტაცია მოხდა. აღნიშნულის გამო ცინდელიანს ესპანეთის სახელმწიფოში ჩასვლა 5 წლით აეკრძალა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს დასაკითხ მოწმეთა სიაში ოთარ ცინდელიანი ჰყავდა, თუმცა, მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ "დუმილის უფლებას იყენებს".

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!