2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მყოფი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრებს შორის თსსუ-ის კურსდამთავრებულები არიან

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშებზე, რომელიც 26 ივლისს იხსნება, საქართველოდან 28 სპორტსმენი მონაწილეობს.

ეროვნულ ოლიმპიურ ნაკრებთან პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იმუშავებს საქართველოს სამედიცინო გუნდი. მათ შორის არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები: ფირუზ ტუნაძე (სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელი), ლაშა ღონღაძე, გიორგი მგელაძე, თემურ მგელაძე, ავთანდილ თელია და გიორგი ჭინჭარაული.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო სამსახურს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, თსსუ-ის პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილის გადაწყვეტილებით, საპასუხისმგებლო საქმე თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, ფირუზ ტუნაძემ ჩაიბარა.

თავად პროფესორი ზურაბ კახაბრიშვილი კი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, პარიზის თამაშებზე ტექნიკურ ოფიციალურ პირად (მთავარი ექიმი) დანიშნა.

მოხარულები ვართ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები ჯანმრთელობის სადარაჯოზე გლობალური სტანდარტების შესაბამისად აგრძელებენ კარიერულ წინსვლას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს სპორტსმენებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს