სვანეთში დაკარგული ორი პირი იპოვეს

სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში“ ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დაკარგული ახალგაზრდები ოჯახის წევრებს დაეკონტაქტნენ.

ისინი ცოცხალი და უვნებლები არიან.

"ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით, 200 მეტრში შეგვხდა დათვი. ამის მერე წამოვყევით ტყეში და ვიარეთ 4-5 დღე. ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. კვალი არ აგვრევია, უბრალოდ ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო და ჩამოვედით ტყით. პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და თქვენ გეძებენ სავარაუდოდო", - განაცხადა ერთ-ერთმა ახალგაზრდა, გოგიტა ფარჯიანმა "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. დღეს დილიდან მათი ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება