გიორგი ვაშაძე - დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ - არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს

დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ - არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსულ ეკონომიკაზე არ იყოს დამოკიდებული.

„ძალიან გთხოვთ, „ქოცურ“ სიყალბეს ნუ გაყვებით იმიტომ, რომ სიყალბე არის მათი ხელწერა. ჩვენ, დიახაც, ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან. არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული არ იყოს ჩვენი ეკონომიკა, როგორც ეს „ქართლმა ოცნებამ“ გააკეთა. მაგალითად, ფქვილი 100% რუსეთიდან შემოდის, საწვავიც შემოდის რუსეთიდან. მე არ მინდა, რომ დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე. რაც შეეხება ვაჭრობას - 3-ჯერ მეტს დღეს რუსეთი ყიდის საქართველოში, ვიდრე საქართველო ყიდის რუსეთში. მინდა, რომ პირიქით იყოს ეს ბალანსი. ანუ, ჩვენ მეტად ვსარგებლობდეთ ამ სავაჭრო ურთიერთობით, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტი არის ევროკავშირისკენ სხვლა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები და ერთიან საქართველოში ცხოვრება. ჩვენ არასდროს მოვუწოდებთ ხალხს ზიზღისკენ და დაპირისპირებისკენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება