ირაკლი კობახიძე - ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის - არანაირი რესურსი დღეს შესაბამის ძალებს არ აქვთ იმისათვის, რომ მათ რეიტინგი მოუმატონ

ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის. არანაირი რესურსი დღეს შესაბამის ძალებს არ აქვთ იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუმატონ რეიტინგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.

კობახიძის თქმით, არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში.

„რა თქმა უნდა, სრული შეუთავსებლობა. არ შეიძლება ერთი მხრივ, თუნდაც ფორმალურად გერქვას მიუკერძოებელი დამკვირვებელი და მეორე მხრივ, პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს აბსოლუტური შეუთავსებლობაა, თუმცა, ეს ყველაფერი არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, მაგრამ დარღვევა რჩება დარღვევად და წინააღმდეგობა რჩება წინააღმდეგობად - არ შეიძლება გერქვას დამკვირვებელი ფორმალურად მაინც და ამავდროულად, იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. ვინც არ უნდა დააფინანსოს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მათი რეიტინგი დარჩება ის, რაც არის. არანაირი რესურსი დღეს შესაბამის ძალებს არ აქვთ იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოუმატონ რეიტინგი, თუმცა ვხედავთ ამის მცდელობას. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ ერთი პროცენტი მაინც მოუმატონ რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, თუმცა, ესეც არის წარუმატებლობისთვის განწირული“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება