ირაკლი ზარქუა - ახალგაზრდებო, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით, რადიკალებმა პოზიცია შეცვალეს და უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! როგორ აგაბურთავეს და ახლა რა - ჩუმად ხართ?! ბიჭებო, ეს სწორი არ არის!

მივმართავ ახალგაზრდებს, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და გულახდილად გჯეროდათ იმის, რაც რადიკალებმა გითხრეს - ქართული ხომ იცით? მეხსიერება ხომ გაქვთ? მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?! უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! მათი პირადი ინტერესებისთვის როგორ აგაბურთავეს და ახლა რა - ჩუმად ხართ?! ბიჭებო, ეს სწორი არ არის! - ხვალ, ზეგ ამათი როგორ უნდა დაიჯეროთ?! - ეს მიმართვა პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას მტკიცებით, ოპოზიციამ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე საკუთარი რიტორიკა შეცვალა, "რადგან მათ ამის გამო ხალხისგან სახეში ალიყური მოხვდათ".

ზარქუა იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციამ თავის დროზე ამ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდები გამოიყენა, შემდეგ კი "გადააგდო".

"ამ რადიკალებს სირცხვილის ნატამალიც არ შერჩათ. ჩვენ ოპოზიციის ამაზრზენ მოქმედებებს, რაც მათ ახასიათებთ, კარგად ვხედავთ - ჯერ მიტინგებს გვიწყობდნენ, რუსეთს სანქციები დაუწესეთ და ფრენები გააუქმეთო, მაგრამ დღეს როგორი შეცვლილი რიტორიკა აქვთ?! რა დონეზე უნდა დაეცე, რომ რიტორიკა ასე შეცვალო - ლაკა, მაინტერესებს, აეროპორტში ახალგაზრდები რომ მიიყვანე და არბენინებდი: ფრენები უნდა შეწყდესო, ახლა როგორ არის?! გვარამიამ თქვა, ჩვენ რუს ტურისტებზე პრობლემა არ გვქონიაო - შეიცვალეთ პოზიცია?! სამარცხვინოები ხართ!

მინდა ახალგაზრდებს მივმართო, ვინც იქ იდექით, ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და მართლა გულახდილად გჯეროდათ, რაც გითხრეს - სადა ხართ ბიჭებო? ვინც იმ სიცხეში მიგიყვანათ, კვერცხები გასროლინათ და შემდეგ ჯარიმებიც გადაიხადეთ, ამ ორგანიზატორებმა ახლა პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, ჩვენ რუსი ტურისტების წინააღმდეგი როდის ვიყავითო - რუსული ფულიც კარგია და დახარჯონო, ფრენებიც კარგია და ჩვენი ექსპორტიც უნდა გავიდესო...

მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?! - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს