ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - საფრანგეთში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიული აქტები ირანის ბოროტების ღერძისა და რადიკალური ისლამის გავლენით დაიგეგმა და განხორციელდა

საფრანგეთში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიული აქტები ირანის ბოროტების ღერძისა და რადიკალური ისლამის გავლენით დაიგეგმა და განხორციელდა, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი ავრცელებს.

„2024 წლის პარიზის ოლიმპიადის წინ, საფრანგეთში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დივერსიული აქტები ირანის ბოროტების ღერძისა და რადიკალური ისლამის გავლენით დაიგეგმა და განხორციელდა“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

კაცის განცხადებით, თავისუფალმა სამყარომ ირანი ახლავე უნდა შეაჩეროს, სანამ გვიანი არ არის.

„როგორც ამ კვირაში ჩემი ფრანგი კოლეგა სტეფან სეჟურნე, ისრაელის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გავაფრთხილე, ირანელები ისრაელის დელეგაციისა და ოლიმპიური თამაშების ყველა მონაწილის წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავენ. მათი შეთქმულების ჩაშლის მიზნით გაძლიერებული პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანიის ცნობით, კომპანიის ობიექტებს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება