რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

„უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საგამოძიებო კომიტეტთან ერთად, კორუფციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალი დ.ვ. ბულგაკოვი“, - განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ბულგაკოვი ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

69 წლის დიმიტრი ბულგაკოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2008 წლიდან 2022 წლის სექტემბრამდე იკავებდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება