წყნეთში, დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წყნეთში საგზაო სამუშაოები ხორციელდება. ამ დროისთვის გზის დაზიანებული საფარის განახლება დადიანისა და ევროპის ქუჩებზე მიმდინარეობს , - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მთლიანობაში, სარეაბილიტაციო არეალი 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.

დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან და პარლამენტის დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.

„მიუხედავად იმისა, რომ ასფალტის საფარი წყნეთში უკვე ათეულობით ქუჩაზე მოწესრიგდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განვაგრძობთ. რაიონში ჯერ კიდევ რჩება ისეთი ქუჩები, სადაც საგზაო სამუშაოების ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენს, რათა მოქალაქეებს კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ამჟამად, რეაბილიტაცია მიმდინარეობს დადიანისა და ევროპის ქუჩებზე, ეტაპობრივად კი დანარჩენ პრობლემურ საგზაო მონაკვეთებსაც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

აღსანიშნავია, რომ წყნეთში, ასფალტის საფარის განახლებასთან ერთად, რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელებიც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს