გარდაბნის მერია ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

26 ივლისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი დაზიანდა. საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა - ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანიასთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, რაც მოიცავს პროექტირებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას.

სამუშაოები სწრაფი ტემპით განხორციელდება.

ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება