მამუკა ხაზარაძე - გაგვიმართლა, რომ სალომე ზურაბიშვილი გვყავს პრეზიდენტად, სხვაგვარად გაცილებით უარეს სიტუაციაში იქნებოდა საქართველო - ჩვენ მხარს დავუჭერთ მის კანდიდატურას

გაგვიმართლა, რომ ჩვენ დღეს გვყავს ეს პრეზიდენტი. სხვანაირი პრეზიდენტი რომ გვყოლოდა, რომელიც ხმას არ ამოიღებდა, მაშინ გაცილებით უარეს სიტუაციაში იქნებოდა საქართველო, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე. იმიტომ, რომ ის არის გამოკვეთილად პროევროპული ანუ პროეროვნული. ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. როცა ეროვნულ არჩევანს უჭერ მხარს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი სამყაროს, მყარი მშვიდობის, სერიოზული ეკონომიკის და ჩვენი შვილებისთვის სერიოზული განათალების სივრცეში მოხვედრილი, ეს არის ევროპული არჩევანი, ანუ ეროვნული არჩევანი.

ჩვენ არ ვიცით, როგორი კონფიგურაცია იქნება, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს, უმრავლესი ოპოზიციური ლიდერები და პარტიები მხარს უჭერენ ქალბატონ სალომეს. ჩვენ ვიქნებით ამ პროცესის მონაწილეები და მყარად ვდგავართ ამ საკითხზე. მე მიმაჩნია, რომ ქალბატონი სალომეს რესურსი, რომელიც გააჩნია ადამიანური კონტაქტების დონეზე, ოფიციალურ დონეზე, ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან, ეს ჩვენი ქვეყნისთვის გამოსაყენებელია. პირადი კონტაქტები ძალიან ბევრ რამეს წყვეტს ისევე, როგორც ოფიციალური კონტაქტები. ქალბატონი პრეზიდენტი იყო ის ადამიანი, რომელმაც მკაფიოდ წარმოაჩინა ქვეყანა და ის, რომ ამ ქვეყანას და მის მოქალაქეებს უნდათ ევროპული მომავალი.

პირდაპირ გეუბნებით, გაგვიმართლა, რომ ჩვენ დღეს გვყავს ეს პრეზიდენტი. სხვანაირი პრეზიდენტი რომ გვყოლოდა, რომელიც ხმას არ ამოიღებდა, მაშინ გაცილებით უარეს სიტუაციაში იქნებოდა საქართველო იმიტომ, რომ უბრალოდ არავინ არ გაამჟღავნებდა, არცერთი ინსტიტუცია არ გააჟღერებდა იმ ახალგაზრდების სულისკვეთებას ოფიციალური ტრიბუნიდან, რაც ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის