თინა ბოკუჩავა - ჩვენი ამოცანაა გავერთიანდეთ ცვლილებებისთვის, მოხარული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია უხელმძღვანელებს „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას დედაქალაქში, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის გამარჯვებაში

მოხარული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია და შეუძლია 24-საათიან რეჟიმში იმუშაოს საქართველოს მოქალაქეების და თბილისელების ინტერესების დასაცავად, უხელმძღვანელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის გამარჯვებაში, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე სოფო ჯაფარიძის არჩევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ის რომ თბილისი არის ოპოზიციური, რომ თბილისს სურს ცვლილებები, ეს დაამტკიცა აქციებმა, რომლის მასშტაბი აღემატებოდა ყველა სხვა საპროტესტო აქციას, რაც კი საქართველოს უნახავს უახლესი ისტორიის განმავლობაში.

„ამიტომ ჩვენი ამოცანაა გავერთიანდეთ ცვლილებებისთვის, მათ შორის თბილისში და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია და რომელსაც შეუძლია, რომ 24 საათიან რეჟიმში იმუშაოს საქართველოს მოქალაქეების და თბილისელების ინტერესების დასაცავად, უხელმძღვანელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის გამარჯვებაში, რომელსაც ჩვენ 26 ოქტომბერს საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად ვიზეიმებთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს