სოფო ჯაფარიძე - მადლობა ნდობისთვის - ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის - ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევისას განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოში რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

„ყველა კარგად ვაცნობიერებთ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის ზუსტად სამი თვე ელოდება ჩვენს ქვეყანას. ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე. ალბათ, ყველას გაგიჩნდებათ კითხვა თუ რა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს ქართველი ხალხი და ეს ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით, ამის საფუძველს მაძლევს თქვენი შემართება, თქვენი ენთუზიაზმი და ის საოცარი მუხტი, რაც დღეს ქართველ ხალხშია. ის მუხტი, რომელიც მე მჯერა, რომ კიდევ და კიდევ უფრო მზარდი იქნება და აუცილებლად 26 ოქტომბერს ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ რუსულ რეჟიმს.

ძალიან კარგად გვახსოვს თუ რა ხდებოდა რამდენიმე თვის წინ თბილისის ქუჩებში - თბილისელებით სავსე იყო თბილისის ქუჩები, მოედნები. ასი ათასობით თბილისელი იბრძოდა ერთისთვის და მათი მიზანი იყო ერთი - არა რუსულ კანონს! მაგრამ ამ ასი ათასობით თბილისელის მიზანი ჯერ მიღწეული არ არის და დიახ, ჩვენ ყველა ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ 26 ოქტომბერს, როდესაც ვეტყვით რუსულ რეჟიმს არას და ყველა ერთად ვიტყვით, რომ დიახ, ჩვენი ადგილი არის ევროპაში. ამისთვის საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა. დიახ, ეს სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს საქართველოს გამარჯვების წინაპირობას, ის ერთიანობის სულისკვეთება, რომლითაც გამსჭვალული იყო გაზაფხულზე აქციების დროს ჩვენი ქვეყანა, სწორედ ამ სულისკვეთებით, ერთიანობით, როდესაც ჩვენ ვხედავდით ერთიანი იყო მთელი საქართველო, ერთად იდგა განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ასაკის, პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, ისინი გვერდით ედგნენ, ამხნევებდნენ ერთმანეთს, აძლიერებდნენ და საფრთხის შემთხვევაში ეფარებოდნენ ერთმანეთს, სწორედ ამ სულისკვეთებით, ამ ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ რუსეთს საქართველოში და ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე დავაყენებთ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო