დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე ისრაელის მიმართ ძალიან კარგი ვიყავი, იმაზე უკეთესი, ვიდრე ოდესმე ნებისმიერი პრეზიდენტი ყოფილა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყების წინ.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ომის დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ებრაელი ხალხი არ მოსწონს.

„მას ებრაელი ხალხი არ მოსწონს. ისრაელი არ მოსწონს. ეს ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება