ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 36-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მაგისტრატურის VI გამოშვების საზეიმო ცერემონია მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

კურსდამთავრებულებს სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა და კარიერულ წინსვლაში წარმატება უსურვა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ასევე, ეროვნული აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი არაბულმა.

ღონისძიებაზე აკადემიის მაგისტრატურაში დანერგილი სიახლეც გაჟღერდა. ახალი სასწავლო წლიდან აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე იმ სამოქალაქო პირებსაც შეეძლებათ სწავლა, რომელთა საქმიანობაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან არ არის დაკავშირებული. აკადემია მსმენელებს სამ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს: თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები და სახელმწიფო რესურსების მართვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება