რუსთავში, ოლიმპიური ნაკრების რუსთაველ სპორტსმენებს ახალ სპორტის სასახლეში უგულშემატკივრებენ

რუსთავში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების რუსთაველ სპორტსმენებს - ლაშა გურულს და გიორგი სარდალაშვილს, ახალ სპორტის სასახლეში უგულშემატკივრებენ, სადაც დიდ ეკრანზე მოეწყობა პირდაპირი ტრანსლაცია პარიზიდან.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პარიზში 2024 წლის ოლიმპიადაზე ორი რუსთაველი სპორტსმენი - გიორგი სარდალაშვილი და ლაშა გურული ასპარეზობენ. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძიუდოში გიორგი სარდალაშვილი ტატამზე დღეს პირველი გამოვა, მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის პრიზიორი კრივში ლაშა გურული კი პირველ მეტოქეს რინგზე 29 ივლისს დაუპირისპირდება.

,,ჩვენ განსაკუთრებულად მოვემზადეთ რუსთაველი სპორტსმენების საგულშემატკივროდ. მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის, რომ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში ორი რუსთაველი სპორტსმენი - გიორგი სარდალაშვილი და ლაშა გურულია. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მათ და სპორტის სასახლიდან ყველა ერთად ვუგულშემატკივრებთ. იმედი გვაქვს, რომ ისინი შეძლებენ ოლიმპიური მედლების მოპოვებას და გაახარებენ საკუთარ ქვეყანას და ქალაქს“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა.

რუსთაველი ჩემპიონების საგულშემატკივროდ ქალაქში განსაკუთრებული მზადებაა. სპორტსმენების ბანერები განთავსდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ბილბორდებზე, "ლაითბოქსებზე" და მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ახალგაზრდებმა, რუსთაველმა სპორტსმენებმა და რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის წევრებმა, ოლიმპიელების მხარდასაჭერად, რუსთავის ქუჩებში, საქართველოს დროშებით ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება