ირაკლი ქარქაშაძე - ციკოლიას ბრენდის ქართულმა საათმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ადგილი დაიკავა

ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ექსკლუზიურად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დამზადებული საათი უსასყიდლოდ გადასცა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ექსკლუზიურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექმნილი ელექტრომექანიკური საათი, ,,ციკოლიას SEVEN-ის ბრენდის მაჯის საათის პროტოტიპია და დღეიდან მისი ხილვა აეროპორტის შესასვლელში, გაფრენის დარბაზშია შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, ცნობილ ქართველ დიზაინერს საჩუქრისთვის მადლობა პირადად გადაუხადა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერებინა და აეროპორტში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, წლების ოპერირების მიუხედავად, სამწუხაროდ ტერმინალში არ გვქონდა დიდი საათი. როდესაც ჩვენ სხვა ქვეყნის პრაქტიკებს ვაკვირდებოდით, სადაც ადგილობრივი უდიდესი ბრენდების საათები იყო წარმოდგენილი, დაგვებადა იდეა, რომ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტში ქართული დიზაინის საათი ყოფილიყო. ციკოლიას SEVEN-ის ბრენდის საათი აეროპორტების გაერთიანებას და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვეცა. მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ციკოლიას ამ თანამშრომლობისათვის. ჩვენ არაერთ საინტერესო პროექტზე გვისაუბრია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მგზავრებს კი ვუსურვებ დროულ და უსაფრთხო ფრენებს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საგანგებოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შექმნილი ელექტრომექანიკური საათი არის უნიკალური დიზაინის და ექსკლუზიური კოლექციის ნაწილი, რომელიც არ მეორდება.

„ქართველი სამრეწველო დიზაინერის განცხადებით, დროის უპირატესობა სწორედ ავიაციის სფერომ გადაჭრა.

აეროპორტში ვიზიტისას, ზვიად ციკოლიამ იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისი თანამშრომლობა სხვა პროექტების მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება. საერთაშორისო მასშტაბის ცნობილ ქართველ დიზაინერს ზვიად ციკოლიას დიზაინის მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო’’ RED DOT’’ ორჯერ მიენიჭა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო