ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა

ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა, რომელმაც ცენტრი დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი, მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, პროცესში გამოკვეთილ ხარვეზებზე კი მყისიერი რეაგირება ხდება.

„ფოთის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარები დიალიზის სერვისს, 2021 წლიდან ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იღებდნენ, თუმცა ადგილზე, სერვისის მიღების შესაძლებლობა, დაახლოებით, ერთი თვეა შეეზღუდათ.

პრობლემის გადაჭრის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. შედეგად კი, ფოთის მოსახლეობას, ახალი, მაღალი სტანდარტების შესაბამისი, დიალიზის ცენტრი აქვს.

ცენტრის გახსნამდე, პაციენტები, უახლოეს მუნიციპალიტეტში იღებდნენ სამედიცინო მომსახურებას. მათ ტრანსპორტირებას კი ფოთის მერია უზრუნველყოფდა’, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება