თინა ბოკუჩავა - მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია ქადაგებს დაპირისპირებას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვართ ხალხთან და ვმსჯელობთ იმაზე, როგორ გადავარჩინოთ დემოკრატია და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი

სამეგრელოში, წალენჯიხაში „დემოკრატიის ფესტივალის“ ჩატარება ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ერთიანობით დავამარცხებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ჩვენ ვიმყოფებით „დემოკრატიულ ფესტივალზე“ წალენჯიხაში იმისთვის, რომ ერთიანობით წალენჯიხელებთან, სამეგრელოსთან, მთელ საქართველოსთან ერთად გავიმარჯვოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ერთიანობით დავძლევთ იმ დაპირისპირებას და ძალადობას, რასაც ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები ქადაგებენ.

„დემოკრატიის ფესტივალის“ სწორედ აქ, წალენჯიხაში, სამეგრელოში ჩატარება ძალიან სიმბოლურია და მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია ქადაგებს დაპირისპირებას, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთიანობით, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვართ ხალხთან, ვართ საქართველოს მოქალაქეებთან და ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ დემოკრატია და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს