სოფო ჯაფარიძე - მიზანი არის ერთი - ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ერთიანობით გარდაუვალი გამარჯვება

მიზანი არის ერთი - ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ერთიანობით გარდაუვალი გამარჯვება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ წალენჯიხაში „დემოკრატიის ფესტივალზე“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობით და ერთსულოვნებით აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„მიზანი არის ერთი - ჩვენი ერთიანობა, მიზანი არის ის, რასაც აქ დღეს ხედავთ. წვიმის, უამინდობის მიუხედავად, ჩვენ ვართ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად და ასეთი ერთიანობით, ერთსულოვნებით აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი. ხედავთ ამ საოცარ ადამიანებს, რომლებსაც პროდუქცია აქვთ გამოტანილი, ეს ადამიანები უნდა გაიცნოს მთელმა ევროპამ და ჩვენ ამაში მათ აუცილებლად ხელი უნდა შევუწყოთ, შესაბამისად, მიზანი არის ერთი - ერთიანობა და გარდაუვალი გამარჯვება.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!