„ოცნების ქალაქში“ 582 ოჯახის შესახლების პროცესი დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დაპირებისამებრ, ოცნების ქალაქის პირველი მობინადრეები ძმები, ანრი და კახა ბერიძეები გახდნენ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღეს, „ოცნების ქალაქში“ 30-მდე ოჯახს გადაეცა გასაღები და ახალაშენებულ კომპლექსში შესახლდა.

„შესახლების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ ოჯახებზე გადანაწილდა. შესახლების პროცესი დოკუმენტაციის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ დაიწყო.

ე.წ ოცნების ქალაქში 582 ოჯახზე გათვლილი სამი 12 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი აშენდა. პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება უკვე დაწყებულია. პროექტის ახალი ეტაპი მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

„ოცნების ქალაქი“ არის ერთ-ერთი მასშტაბური უპრეცედენტო სოციალური პროექტი, რომლის განხორციელების გადაწყვეტილებაც აქ მცხოვრები 1600-ზე მეტი ოჯახის მძიმე სოციალური პირობების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

მოსახლეობას ბინები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძემ და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ გადასცეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს