საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ მოფარიკავე სანდრო ბაზაძის ასპარეზობასთან დაკავშირებით ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრით მიმართა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ მოფარიკავე სანდრო ბაზაძის ასპარეზობასთან დაკავშირებით ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილით მიმართა.

როგორც ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი.

„საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი“, - ნათქვამია ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში მსაჯთა გადაწყვეტილებით ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება