უამინდობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა - დატბორილია სახლები, დაზიანებულია სახურავები, მოგლეჯილია ხეები

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გადახდილია სახურავები.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ჭიაურში, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლია დატბორილი და გადახდილია სახურავები.

სეტყვამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც, ქარის შედეგად წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.

ზუსტად რა ზარალი მიაყენა გუშინდელმა სტიქიამ, უცნობია. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყებენ ზარალის დათვლას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება