კახა კალაძე - ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებულია საათებთან, ავტომობილებთან თუ ზოგადად, ძვირადღირებულ ნივთებთან, ნაჩვენებია - ჩემ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, რადგან სხვანაირად შეუძლებელია

ყველა ხარჯი, რაც არის დაკავშირებული საათებთან, ავტომობილებთან თუ ზოგადად, ძვირადღირებულ ნივთებთან, ნაჩვენებია დეკლარაციაში და ჩემს პირად გადასახადებში, - ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „TV პირველის" შეკითხვას, რომელიც მის დეკლარაციაში ძვირადღირებული საათების ასახვას ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა მისი დეკლარაციები და შესაბამისი უწყების მხრიდან კითხვები არ გაჩენილა, რადგან დოკუმენტაციაში ყველაფერი ასახულია.

„თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, გაჯერებული სიცრუით. იცით, რომ მე, როგორც პოლიტიკოსს, მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ცდილობთ, როგორმე მოატყუოთ ხალხი, შეცდომაში შეიყვანოთ. სხვათა შორის, წაგებული გაქვთ სასამართლო პროცესი ყველა ინსტანციაში და აუცილებლად მოგიწევთ რეაგირება ამ ყველაფერზე. რაც შეეხება ჩემს ხარჯებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. იმასაც გეტყვით, რომ ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა ჩემი დეკლარაციები და არანაირი კითხვა არ არსებობდა, იმიტომ, რომ ყველაფერი არის ასახული. ყველა ხარჯი, ყველა ტრანზაქცია, ყველა საბანკო ანგარიში ნაჩვენებია ანტიკორუფციულ ბიუროში და ნაჩვენებია გასავალში, რაც მითითებულია დეკლარაციაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება