ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, მოსკოვი “მიიღებს სარკისებრ ზომებს"

ვლადიმერ პუტინი გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში ახალი რაკეტების განლაგებით იმუქრება.

შესაბამისი განცხადებები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გააკეთა.

მისი თქმით, გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, რუსეთი ევროპაში საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების განლაგებაზე “ცალმხრივ მორატორიუმზე” იტყვის უარს.

პუტინის თქმით, გერმანიაში “ტომაჰავკების” განლაგების შემთხვევაში, მათი მოქმედების რადიუსში “აღმოჩნდება მნიშვნელოვანი რუსული სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის ობიექტები, ჩვენი ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრები და თავდაცვითი ინფრასტრუქტურა”.

“აშშ-ის მიერ მსგავსი გეგმების რეალიზების შემთხვევაში ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების შესაძლებლობების ამაღლებას”, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთში უკვე თითქმის დაასრულეს საშუალო და ახლო მანძილის “რიგი სისტემების” შემუშავება, და მოსკოვი “მიიღებს სარკისებრ ზომებს მათ განლაგებაზე აშშ-ის, ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში მათი სატელიტების ქმედებების გათვალისწინებით”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს