კახა კალაძე „TV პირველის" ჟურნალისტს - სასამართლო გაქვთ წაგებული და ამ ხნის განმავლობაში არავის მოუსმენია უარყოფა იმ სიბინძურის და ტყუილის, რაც იკადრეთ

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, „TV პირველს" მოუწევს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

მისივე განმარტებით, აბსურდია, ტელეკომპანიის მიერ გამოთქმული ვარაუდი, თითქოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადების შეტანა ძვირადღირებული საათების დეკლარაციაში ასახვის შესახებ ჟურნალისტურ მასალაზე მუშაობის დაწყებას უკავშირდება.

„სანამ რაიმეს იტყვით, უნდა გააცნობიეროთ, რომ ხართ ტელევიზია და გაქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა. მას შემდეგ, რაც მე მოვიგე სასამართლო პროცესი, თქვენ მიერ იყო გასაჩივრებული ყველა ინსტანციაში, გაქვთ წაგებული და ამ ხნის განმავლობაში თქვენგან იყო ნული რეაგირება, არავის მოუსმენია უარყოფა იმ სიბინძურის და ტყუილის, რაც იკადრეთ. შესაბამისად, გიწევთ პასუხისგება. თქვენ შეგიძლიათ განცხადების შეტანა დააკავშიროთ ყველაფერს, ისევე როგორც ჩიტაძის ქუჩის მოწესრიგება დავიწყეთ და აქციებს დააკავშირეთ, პარლამენტის წინ ტერიტორიის მოწესრიგება დავიწყეთ და ასევე აქციებს დააკავშირეთ. ეს თქვენი უფლებაა. რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. პირველ რიგში უნდა უარყოთ და მოიხადოთ ბოდიში, რომ საზოგადოებას მიაწოდეთ ცრუ ინფორმაცია, დანარჩენზე ვიფიქრებთ", - განაცხადა კახა კალაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება