ანონსი 29 ივლისი

29 ივლისს, 11:00 საათზე, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაუქმების მოთხოვნით სარჩელს შეიტანენ.

მის: ბათუმი, საკონსტიტუციო სასამართლო

საკონტაქტო: თამარ კორძაია - 591 949 591

29 ივლისს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გივი მიქანაძე ბრიფინგს გამართავს.

29 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელის, ქეთი კვიჭიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მიმდინარე ტურისტული სეზონი: როგორია მოთხოვნა გასტროტურიზმზე. სექტორში არსებული ვითარება. გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალი საქართველოში“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება