"ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მოსახლეობას გაერთიანების მიზნებსა და გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდეს

ოპოზიციური კოალიცია "ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა, ანა დოლიძემ, გრიგოლ გეგელიამ და გიორგი შაიშმელაშვილმა, ადგილობრივ ლიდერებთან, ლევან ბელქანიასთან და გუგა დარსალიასთან ერთად, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მოსახლეობას ახალი გაერთიანების მიზნებსა და გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, "ძლიერი საქართველოს", როგორც დიდი პოლიტიკური გაერთიანების მიზანია, რუსული ხელისუფლებისგან საქართველოს დეოკუპაცია და რეფორმები კეთილდღეობისთვის, მათ შორის 1000-ლარიანი პენსია, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, ანაზღაურებადი სტაჟირება კურსდამთავრებულთათვის, ღირსეული სამუშაო პირობები და საათობრივი ანაზღაურება.

შეგახსენებთ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" პარტიების "ლელო", "ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედნის" გაერთიანებით შეიქმნა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება