ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთში ქუჩები და ეზოები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ოზურგეთის ქუჩები დაიტბორა. უხვი ნალექი საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და პირველ სართულებში შევიდა, რამაც საყოფაცხოვრებლო ტექნიკა და სხვა ნივთები დააზიანა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.

“ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია ქალაქ ოზურგეთის ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები.

ამ წუთებში, მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური; სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება - გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და “ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები სრულად არიან ჩართული”,- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს