ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ახალციხეში, ღონისძიება გაიმართა

ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ახალციხეში, ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც ჰეპატიტებსა და მათ გამომწვევ დაავადებებზე, ცნობიერების ამაღლება იყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალციხეში გამართული შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება სკრინინგისა და ჰეპატიტების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა, ამ მიმართულებებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით და განსაკუთრებით კი, რეგიონებში, ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჰეპატიტების სამკურნალო პროგრამების წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მედიკოსები. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ამ მიმართულებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინიციატივები და მისი ღვაწლი.

ღონისძიებაზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები და მისი შედეგები წარმოადგინა. აღსანიშნავია, პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა და მასში შემავალი სერვისები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მკურნალობა უკვე დაასრულა 84 000-მდე მოქალაქემ, მათი განკურნების მაჩვენებელი 99%-ია.

მოწვეულ სტუმრებს, B ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა დეტალურად გააცნო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ადამიამ. ასევე, აღსანიშნავია, რომ B ჰეპატიტის მართვის პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. პირველ ეტაპზე, პაციენტები, ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის, რეგიონის მასშტაბით, პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები. ასევე, ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მედიკოსები, პაციენტები და სხვა მოწვეული სტუმრები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება