უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჯამში, 128 შეტაკება იყო

რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჯამში, 128 შეტაკება იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტები ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ახორციელებენ წნეხს, თუმცა ყველაზე რთული ვითარება პაკროვსკოეს მიმართულებაზეა.

„დადასტურებული ინფორმაციით, გუშინდელი დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ უკრაინის პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანა და 69 საჰაერო დარტყმა განახორციელა,“ - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებზე.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 1310 ოკუპანტის ლიკვიდირება მოახდინეს, გაანადგურეს 12 ტანკი, 8 - სამხედრო ჯავშანმანქანა, 74- საარტილერიო სისტემა, 2 -ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 39- უპილოტო საფრენი აპარატი, 1 -ფრთოსანი რაკეტა, 62 - ავტომობილი და 19 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება