ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა

ნიკოლას მადურომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი ოპოზიციის ცნობით, არჩევნებმა გარკვეული დარღვევებით ჩაიარა, ამასთან, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.

CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხმათა 80%-ია დათვლილი, საიდანაც მადურომ ხმათა 51%-ი მიიღო, აჯობა რა მის მთავარ მოწინააღმდეგეს, დემოკრატიული უნიტარული პლატფორმის კანდიდატს, ედმონდო გონსალეს ურიტიას.

არჩევნებში გამარჯვების შედეგად, მადურო პრეზიდენტის კაბინეტს ზედიზედ მესამედ, 6 წლის ვადით დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ ის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ იკავებს.a

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება