გივი მიქანაძე - საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა 121-მა არასამთავრობომ, მათგან მხოლოდ 21-ს, ანუ 17%-ს აქვს დაცული ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთანაა დაკავშირებული

„ქართული ოცნების" დეპუტატმა, გივი მიქანაძემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კვლევა წარადგინა, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, 121 ორგანიზაციიდან 22%-ს ოფიციალური ვებ-გვერდი არ აქვს. მისი განმარტებით, 18 ორგანიზაციას საერთოდ არ აქვს ვებ-გვერდი, 9 ორგანიზაციის ვებ-გვერდი კი მიუწვდომელია.

ამასთან, მისი განმარტებით, ორგანიზაციების 31%-ს არ აქვს პროექტების დასახელება; 31%-ს არ აქვს მითითებული დონორი; 45%-ს არ აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ვადა; 65%-ს არ აქვს მითითებული გრანტის ოდენობა; 34%-ს არ აქვს მითითებული ინფორმაცია ორგანიზაციის გუნდის წევრების შესახებ; 79%-ს კი არ აქვს განთავსებული წლიური ანგარიში.

როგორც უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რამდენად სავალალო მდგომარეობაა მესამე სექტორში.

„საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა 121-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ჩვენი კვლევის ფარგლებში, მათგან მხოლოდ 21 ორგანიზაციას, ანუ 17%-ს აქვს დაცული ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა სავალალო მდგომარეობა არის ამ სექტორში, რამდენად გაუმჭვირვალეა ეს სექტორი. საზოგადოებისთვის, ალბათ, დამაფიქრებელი უნდა იყოს, ვინ არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელით უკვე სამართლებრივი გზით, მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის გაუქმებაზე. ისინი არც გამჭვირვალე არიან და საზოგადოების წინაშე არც ანგარიშგების არანაირი სურვილი და წინ გადადგმული ნაბიჯი არ აქვთ,“ - განაცხადა მიქანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს