რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები იმისთვის, რომ ისრაელმა ვეღარ შეძლოს მსგავსი რაღაცების პალესტინისთვის გაკეთება - ისევე როგორც ჩვენ შევედით ყარაბაღში, ლიბიაში, ჩვენ შესაძლოა, მსგავსი რამ გავუკეთოთ მათაც

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შესაძლოა, ისრაელში შევიდეს, როგორც მან ეს ლიბიისა და მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ერდოღანს არ განუმარტავს, რა სახის ინტერვენციას გულისხმობდა ის.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები იმისთვის, რომ ისრაელმა ვეღარ შეძლოს მსგავსი რაღაცების პალესტინისთვის გაკეთება. ისევე როგორც ჩვენ შევედით ყარაბაღში, ისევე როგორც შევედით ლიბიაში, ჩვენ შესაძლოა მსგავსი რამ გავუკეთოთ მათაც. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები ამ ნაბიჯების გადასადგმელად“,- განაცხადა ერდოღანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება